Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის მინისტრის 6 მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის 6 მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

18/09/2023 10:29:24 მსოფლიო

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თანამდებობებიდან გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები: ვოლოდიმირ გავრილოვი, როსტისლავ ზემლინსკი, ანა მალიარი, დენის შარაპოვი, ანდრი შევჩენკო და ვიტალი დეინეგა და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კონსტანტინ ვაშჩენკო.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ მთავრობის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაცვის მინისტრის ყველა მოადგილემ თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადება ახალი მინისტრის, რუსტემ უმეროვის თხოვნით დაწერა. მათი შემცვლელების დანიშვნა კონსულტაციების შედეგად გადაწყდება. გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, „მიმდინარეობს სრული განახლება".

5 სექტემბერს უკრაინის პარლამენტმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი სოლექსი რეზნიკოვის გადადგომას მხარი დაუჭირა. კანონის მიხედვით, მინისტრის გადაყენების შემდეგ თანამდებობებს ტოვებენ მისი მოადგილეებიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S