„კანვას საქართველოს“ დირექტორი – სუს-ის განცხადებაზე: „ავრორიტარიზმის ცუდ ფორმასთან გვაქვს საქმე“

18-09-2023 13:59:08 სამართალი

ორგანიზაციია „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გარკვეული ჯგუფი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას გეგმავს.

"კანვას საქართველოს" დირექტორი ამჟამად ვარ მე და არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ. განცხადების ერთადერთი მიზანია აქტიური ადამიანების დაშინება!“, - წერს გიორგი მელაძე სოციალურ ქსელში.

სუს–ის ცნობით, "რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.

გიორგი მელაძე ამბობს, რომ სერბულ ორგანიზაცია „ოტპორის“ წევრებს 2003 წლიდან იცნობს, მათთან ერთად დაახლოებით 2005 წელს შეიქნება ორგანიზაცია „კანვასი“ (The Centre for Applied Nonviolent Action and Strategies (CANVAS) და თითქმის 20 წელია „არაძალადობრივი სამოქალაქო კამპანიების შესახებ ცოდნის გავრცელებაზე“ მუშაობენ. მათ შორის თავად გიორგი მელაძე ამ საკითხებზე ტრენინგებსაც ატარებს, „კანვას საქართველო“, მისი თქმით, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებასთან არაძალადობრივი სამოქალაქო კამპანიების შესახებ ცოდნის გავრცელებაზე მუშაობს.

„როდესაც ასეთი განცხადება ვცრცელდება. ეს ძალიან ცუდია სახელმწიფო შინაარსის შეფასების თვალსაზრისით, როცა ქვეყანის არაძალადობრივი სამოქალაქო კამპანიების წინააღმდეგ უშიშროების სამსახურის მიერ ასეთი განცხადება კეთდება ფაქტი ხდება, რომ ავტორიტარიზმის ცუდ ფორმასთან გვაქვს საქმე. როდესაც მღავრობა ასე ხედავს სამოქალაქო საზოგადოების ჩვეულებრივ, ნორმალურ ფუნქციობას, საშიშად აღიქვამს, როდესაც „არაძალადობა“ ხდება დევნის სამიზნე, ეს ყველასთვის ძალიან დიდი პრობლემაა და შესაბამისი ადეკვატური რეაგირება სჭირდება“, – განაცხადა გიორგი მელაძემ "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.

ის ყოველგვარ კავშირს უარყოფს, სახელმწიფო უსართხოების სამსახურის მიერ დასახელებულ აქტორებთან.

"არეულობის გეგმის ავტორებად" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა დღეს 18 სექტემბერს უწყებაში გამართულ ბრიფინზე დაასახელა რამდენიმე ადამიანი. მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები - მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

უკრაინის მხარეს მებრძოლი "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი თვლის, რომ მისი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაჟღერებულ "საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის" გეგმასთან დაკავშირება, "ქართული ლეგიონის" დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები