Accentnews.ge
ოპოზიცია: სუს–მა ჯერ იმ გამოძიების შედეგები მოგვახსენოს, 2014 წლიდან ყველა არჩევნებზე გადატრიალების მუხლით რომ დაიწყო, ფარცხალაძის თემის გადაფარვას ცდილობენ

ოპოზიცია: სუს–მა ჯერ იმ გამოძიების შედეგები მოგვახსენოს, 2014 წლიდან ყველა არჩევნებზე გადატრიალების მუხლით რომ დაიწყო, ფარცხალაძის თემის გადაფარვას ცდილობენ

18/09/2023 09:51:25 პოლიტიკა

ოპოზიციაში ეხმიანებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გარკვეული ჯგუფი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას გეგმავს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე სუს–ის განცხადებას "პროვოკაციას" უწოდებს და მას "ფარცხალაძის რუსული ჯაშუშობის გადაფარვად" აფასებს.

"ჯაშუში ფარცხალაძე და ეს ქსელი კი არ ყოფილა თურმე პრობლემა, არამედ ახლა რუსული სცენარი შემოგვთავაზეს, როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, პოლონეთი და უკრაინა აპირებენ ბელორუსში გადატრიალებასო. ვფიქრობდი, ფარცხალაძეს პროკურატურაზე აქვს გავლენა-მეთქი და თურმე სუს-იც მისი გავლენის ქვეშ ყოფილა. ცდილობენ, ფარცხალაძის რუსული ჯაშუშობის გადაფარვას. ასევე, ამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ღარიბაშვილისა და კალაძის მიერ სახელმწიფო ბორტის შმაქსად გადაქცევა გადაიფაროს. რაღაც დრამატულ სცენარს გვთავაზობენ, რომ უკრაინა და პოლონეთი საქართველოში გადატრიალების მოწყობას აპირებენ. ამერიკის მიერ ჯაშუშური ქსელის გაშიფვრის პირდაპირი მტკიცებულება გაქვთ და ახლა ეს ყველაფერი საიდან მოიგონეს? წინა გამოიძიეს, 2014 წლის საქმე გახსნეს? ოპოზიციას წარმოვადგენ და ჩვენ საქართველოში არეულობის მოწყობის არანაირი გეგმა არ გვაქვს, სუს-ის ეს განცხადება პროვოკაციაა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ სუს–ის განცხადება "არასერიოზულია" და უწყებას მიმართავს, "საზოგადოებას ჯერ იმ გამოძიების შედეგები მოახსენოს, 2014 წლიდან ყველა არჩევნებზე გადატრიალების მუხლით რომ დაიწყო":

„სუს-მა საზოგადოებას ჯერ იმ გამოძიების შედეგები მოახსენოს, 2014 წლიდან ყველა არჩევნებზე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით რომ დაიწყო, როცა რევოლუციისთვის გამოსაყენებლად საბურავებს ეძებდნენ. ეს მორიგი ბრიფინგი მართლა სასაცილოა. გვყავს ხელისუფლება, რომელიც თანამდებობებს ჩაბღაუჭებულია და მათი მიზანია არა კანდიდატის სტატუსი, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება. ეს განცხადება სერიოზულად არ უნდა მივიღოთ, რადგან არც საფუძველი აქვს და არც ძალა. მათი ერთადერთი მიზანია, თავი დაიზღვიონ სტატუსთან მიმართებით და საკუთარი პარანოია-შიშით მოქმედებენ. საზოგადოება ხელისუფლებას სამართლიანად მოსთხოვს პასუხს სტატუსის მიღების ჩაგდებულ პროცესზე“.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ "თუ დანაშაული არსებობს, ამას უნდა მიჰყვეს დამნაშავეების დასჯა".

მისი თქმით, "ეს არ უნდა იყოს კიდევ ერთი გამოსვლა, როცა რაღაცას დაგვიანონსებენ და შემდეგ არაფერი მოხდება":

"მე გამიჭირდება იმის მტკიცება, ეს ყველაფერი ტყუილია თუ არა, მაგრამ რადგან კონკრეტულ განცხადებას აკეთებენ, საზოგადოებას უნდა აჩვენონ საიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი, თუ რაიმე გამოსაძიებელია, უნდა გამოიძიონ და შესაბამისი პირები, თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯონ. ეს არ უნდა იყოს კიდევ ერთი გამოსვლა, როცა რაღაცას დაგვიანონსებენ და შემდეგ არაფერი მოხდება, ამიტომ თუკი დანაშაული მზადდება ან ჩადენილია, ამას ჭირდება გამოძიება, მაგრამ არა რაღაც ზოგადი საუბრები არამედ კონკრეტული ქმედებები. თუ დანაშაული სახეზეა და არსებობს, ამას უნდა მიჰყვეს დამნაშავეების დასჯა. ვერც ვერაფერს გამოვრიცხავთ და ვერც ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, მეტიც ერთი კვირის წინ ვნახეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც საუბარი იყო მელიაზე, სადაც საუბარი იყო მოდით პირდაპირ ვთქვათ," ნაციონალურ მოძრაობაზე", რას აპირებდნენ, როგორ აპირებდნენ და როგორ აკეთებდნენ 2019 წლის 20 ივნისს, ამიტომ როგორ ვთქვა რომ რაიმე გამორიცხულია, მაგრამ როცა ასეთ განცხადებას აკეთებს სუს–ი, ამას ჭირდება კონკრეტული ქმედებები, მოქალაქეებისთვის დამატებით ინფორმაციის მიწოდება, ვინ რას როგორ აპირებს"- განაცხადა დაუშვილმა.

„ქოცები“ არიან რუსები", – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სუს–ის განცხადებას.

მისი თქმით, "სუს-მა დღევანდელი განცხადებით დაადასტურა, რომ არა მხოლოდ პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ფარცხალაძის მიერ კონტროლდება":

„საზოგადოება რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენას ელის. აშშ-ს მიერ სანქცირებულია ფარცხალაძე რუსული ჯაშუშური სქემის გატარებისთვის. სუს-ი ამ ფონზე ამ სისულელეს და აბსურდს ავრცელებს, რისი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ვისაუბროთ ყველაფერზე, გარდა იმისა, რომ საქართველოში რუსული ჯაშუშური ქსელი მოქმედებს. ეს ყველაფერი ხდება იქიდან გამომდინარე, რომ დღეს სუს-ი სწორედ ფარცხალაძისა და რუსეთის დაკვეთას ასრულებს. ამ ადამიანებს უნდათ წარმოგვიდგინონ, რომ გია ლორთქიფანიძე, რომელიც უკრაინელების მხარდამხარ, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, ყოფილა საქართველოს მტერი და ფარცხალაძე ყოფილა საქართველოს მეგობარი. დღეს, როცა ყველა სამუშაო უნდა იყოს რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენაზე, ფარცხალაძესთან დაკავშირებული ყველა პირის თანამდებობიდან ჩამოშორებაზე, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, რომ საქართველო სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ამ დროის ისევ და ისევ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ებრძვიან, ჩვენ გვებრძვიან. ქართველ ხალს გვებრძვიან, აბსურდს იგონებენ, ზღაპრებს თხზავენ იმისთვის, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე დაუქვემდებარონ რუსეთს“.

ცნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გარკვეული ჯგუფი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას გეგმავს.

როგორც სუს–ში აცახდებენ, "აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია".

უკრაინის მხარეს მებრძოლი "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი თვლის, რომ მისი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაჟღერებულ "საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის" გეგმასთან დაკავშირება, "ქართული ლეგიონის" დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S