ბულგარეთის პოლიციამ გადაკეტა რაიონი, სადაც სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა
18/09/2023 08:46:20 მსოფლიო
ბულგარეთში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სოფელ ტიულენოვოს რაიონი პოლიციამ გადაკეტა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების აღმოჩენის შესახებ.
"რადიო თავისუფლების" ბულგარული სამსახური თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ამ რაიონში სპეციალური ქვედანაყოფი გაგზავნეს სამძებრო სამუშაოებისა და საჭიროების შემთხვევაში, გაუვნებელყოფის მიზნით.
როგორც "რადიო თავისუფლების" ბულგარული სამსახური წერს, ადგილი, რომელსაც სამხედროები და პოლიციელები ამოწმებენ, რუმინეთის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს და შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ იმავე ხაზზეა, სადაც უკრაინის ოდესის ოლქის ქალაქი იზმაილი და რუმინეთის ტულჩის ოლქი.
ბოლო ხანს რუსეთმა იზმაილის საპორტო ინფრასტრუქტურაზე დრონებით არაერთი შეტევა მიიტანა. უპილოტო საფრენი აპარატების ფრაგმენტები უკვე სამჯერ აღმოაჩინეს მოსაზღვრე რუმინეთის ტულჩის ოლქში. რუმინეთი და ბულგარეთი ნატო–ს და ევროკავშირის წევრები არიან.


