Accentnews.ge
უკრაინაში რუსეთის არმიის 31-ე ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კონდრაშკინი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის არმიის 31-ე ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კონდრაშკინი მოკლეს

18/09/2023 08:23:17 მსოფლიო

უკრაინაში მოკლეს რუსეთის შეიარაღებული ძალების 31-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ანდრეი კონდრაშკინი. ამის შესახებ "ვოსტოკის" ბატალიონის მეთაურმა ალექსანდრე ხოდაკოვსკიმ განაცხადა, რომელიც 2014 წლიდან "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" დაჯგუფების შემადგენლობაში უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. დაღუპვის გარემოებები არ სახელდება. კომენტარს არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აკეთებენ.

ცნობილია, რომ კონდრაშკინი მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში. მან თავად ისაუბრა მინიმუმ სამ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობაზე. მედიის ცნობით, 31-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადის სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს 2014 წლის აგვისტოში დონეცკის რეგიონში, ილოვაისკის მახლობლად გამართულ ბრძოლებშიც.

უკრაინელი ჟურნალისტის იური ბუტუსოვის თქმით, კონდრაშკინის მეთაურობით ბრიგადა „მონაწილეობდა ომის ყველა მთავარ ბრძოლაში, დაწყებული გოსტომელის აეროპორტში დაშვებით“.

ბუტუსოვი ირწმუნება, რომ ეს დანაყოფი ახლა ბახმუტთან ახლოაა განთავსებული. მისი თქმით, კონდრაშკინმა მოიგერია უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე თავდასხმის ბრიგადის შეტევები. უკრაინელმა სამხედროებმა ანდრეევკაში შეაღწიეს, კერძოდ, იმ ტერიტორიაზე, სადაც მოკლული რუსი პოლკოვნიკის ბრიგადა მოქმედებდა, – იუწყება ჟურნალისტი.

უკრაინელმა სამხედროებმა სოფელ ანდრეევკას გათავისუფლების შესახებ 15 სექტემბერს გამოაცხადეს.

"მედიაზონას" გათვლებით, რომელსაც იგი BBC-ის რუსულ სამსახურთან და მოხალისეთა ჯგუფთან ერთად ახორციელებს ღია წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოკლულია 295 მაღალი რანგის რუსი ოფიცერი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S