Accentnews.ge
კახეთის 30-მდე სოფელში სეტყვამ მოსახლეობა მოსავლის გარეშე დატოვა

კახეთის 30-მდე სოფელში სეტყვამ მოსახლეობა მოსავლის გარეშე დატოვა

18/09/2023 07:19:07 საზოგადოება

კახეთის სამ მუნიციპალიტეტში: ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში, სულ მცირე, 30-მდე სოფელში სტიქიის შედეგებს ითვლიან.

17 სექტემბრის საღამოს მოსულმა სეტყვამ ყველაზე მეტად ყვარლის სოფლები: გრემი, ენისელი, ალმატი და საბუე დააზარალა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსავლის თითქმის 100 პროცენტი განადგურებულია. სოფელ გრემში, რომელიც ქინძმარაულის ზონად ითვლება, ათეულობით მევენახეს ყურძენი მოსაკრეფი ჰქონდა. ყურძენი მოსაკრეფი ჰქონდათ ენისელში, ალმატსა და საბუეშიც.

სტიქიამ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლებიც დაუზიანა. გადახდილია სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროტექნიკა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ იმუშავა, თუმცა შედეგი არ იყო.

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დააზარალა თელავისა და ლაგოდეხის სოფლებიც. დაზიანებულია ვენახები, ხეხილის ბაღები და სხვა ერთწლიანი კულტურები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაიხოცა შინაური ფრინველი.

მოსახლეობა ამბობს, რომ თუ არ დაეხმარებიან, სტიქიის შედეგებს საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებიან.

ბოლო ორ კვირაში სტიქიამ კახეთში მესამედ დააზარალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S