ანა მალიარი: უკრაინელებმა ბახმუტთან კიდევ 2 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს
18/09/2023 06:49:08 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, ბახმუტთან ახლოს 2 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს, სამხრეთ ფრონტზე კი 5.2 კვადრატული კილომეტრი, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყებიდან დღემდე ბახმუტის მიდამოებში, საერთო ჯამში, 51 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, ხოლო სამხრეთით 260 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორიაა გათავისუფლებული.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ კონტრშეტევა ივნისიდან დაიწყო.


