Accentnews.ge
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ოთხდღიან ვიზიტს იწყებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ოთხდღიან ვიზიტს იწყებს

18/09/2023 05:53:24 მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი რუსეთში ოთხდღიან ვიზიტს იწყებს. იგი მოსკოვს დღეს ეწვევა. ვანგ ი დღეს რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან გამართულ შევხდერაზე, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხს განიხილავს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტი 18-დან 21 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ვანგ ი ასევე შეხვდება უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს.

მანამდე, კრემლს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სტუმრობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S