Accentnews.ge
ბუდანოვი არ გამორიცხავს, რომ უკრაინა რუსეთ-ყირიმის სახმელეთო დერეფნის მოშლას ზამთრის დადგომამდე შეძლებს

ბუდანოვი არ გამორიცხავს, რომ უკრაინა რუსეთ-ყირიმის სახმელეთო დერეფნის მოშლას ზამთრის დადგომამდე შეძლებს

18/09/2023 04:56:08 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთსა და ანექსირებული ყირიმს შორის სახმელეთო კავშირის შეწყვეტის ოპერაციას ზამთრის დადგომამდე დაასრულებენ.

კირილო ბუდანოვმა რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაზე ისაუბრა და მიზნად დაასახელა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოფიტვა, რუსული სამხედრო ტრანსპორტის და ბომბდამშენების მწყობრიდან გამოყვანა და სამხედრო-სამრეწველო ობიექტების დაზიანება, როგორც მაგალითად, ეს გასულ კვირაში მოხდა ტვერის ოლქში მდებარე, სარაკეტო საწვავის მწარმოებელ ქარხანაზე დარტყმით.

მისი თქმით, დრონებით შეტევას აქვს ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზანიც - რუსეთის მოსახლეობის შეშფოთება და ქვეყნის შიგნით ნორმალური ეკონომიკური პროცესების დარღვევა. ბუდანოვმა ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა ის ფაქტი, რომ მოსკოვის და პეტერბურგის აეროპორტების დროებით დახურვა თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა.

ბოლო თვეებში სულ უფრო ინტენსიური გახდა რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ მიიტანეს იერიში ყირიმის ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ნახევაკუნძულს რუსეთთან აკავშირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S