Accentnews.ge
რუმინეთი რუსეთს აფრთხილებს, "საჭიროების შემთხვევაში" დრონებს ჩამოუგდებს

რუმინეთი რუსეთს აფრთხილებს, "საჭიროების შემთხვევაში" დრონებს ჩამოუგდებს

15/09/2023 19:14:26 მსოფლიო

რუმინეთი საჭიროების შემთხვევაში რუსულ უპილოტო საფრენ აპარატებს ჩამოაგდებს, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალმა გეორგიტა ვლადმა.

მისი თქმით, უკრაინის დუნაის პორტებზე კამიკაძეებით ხშირი თავდასხმების გამო, რუმინეთმა მდინარის ყურის მიდამოში 600 სამხედრო და სარადარო სისტემა განათავსა.

„ჩვენ განვათავსეთ რამდენიმე რადარი, გავააქტიურეთ ჩვენი თავდაცვის სისტემა და განვიხილეთ გადაწყვეტილებები ნატოს მოკავშირეებთან რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად“, - განაცხადა გენერალმა და დასძინა, რომ ის არ გამორიცხავს საჰაერო თავდაცვის ძალების გამოყენებას.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ 13 სექტემბერს განაცხადა, რომ სავარაუდოდ რუსული დრონების ფრაგმენტები რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც 13 სექტემბრის დილით რუსეთმა კვლავ მიიტანა იერიში საპორტო ინფრასტრუქტურაზე იზმაილის რეგიონში, სამხრეთ უკრაინაში.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა ერთ თვეში. მანამდე რუმინეთმა განაცხადა ორი შემთხვევის შესახებ, როდესაც რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს რუსეთის მიერ გამოყენებული დრონების ფრაგმენტები. ამის შემდეგ რუმინეთის ხელისუფლებამ უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიების უსაფრთხოების გაძლიერება გადაწყვიტა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S