თეთრმა სახლმა დაადასტურა ზელენსკის შეხვედრა ბაიდენთან და თარიღიც დააზუსტა
15/09/2023 18:27:46 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ლიდერ ჯო ბაიდენს ხუთშაბათს, 21 სექტემბერს შეხვდება,– განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.
„ჯო ბაიდენი ხუთშაბათს ვაშინგტონში ვლადიმერ ზელენსკის შეხვდება“, - თქვა სალივანმა.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ ბაიდენის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მომავალ კვირას ძირითადად უკრაინას დაეთმობა.
მანამდე მედია წერდა, რომ ზელენსკის სურს, აშშ-ის პრეზიდენტთან განიხილოს ამ შემოდგომაზე უკრაინისთვის ATACMS–ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემა და რომ შეხვედრა მომავალ კვირაში შედგებოდა.


