გენშტაბმა კლეშჩიევკას რაიონში უკრაინული ძალების ნაწილობრივი წარმატების შესახებ განაცხადა
15/09/2023 18:18:49 მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელ კლეშჩიევკას მიდამოში ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 15 სექტემბრის საღამოს ანგარიშში.
უკრაინის სამხედრო სარდლობის ცნობით, დამცველები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციას მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით, "ანადგურებენ მტერს და ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს".
„შეტევითი ოპერაციების შედეგებიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალებს აქვთ ნაწილობრივი წარმატება დონეცკის ოლქის კლეშჩიევკას რაიონში“, - განმარტავენ გენერალურ შტაბში.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის მხარეს მებრძოლმა ბელარუსმა მოხალისეებმა გაავრცელეს ინფომაცია დასახლების გათავისუფლების შესახებ. მოგვიანებით, პოლკის "პოსტი" წაიშალა. ქვედანაყოფში განმარტეს, რომ ინფორმაცია შეცდომით გაავრცელეს და სოფლისთვის ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ დღეს, 15 სექტემბერს, ცნობილი გახდა კლეშჩიევკას მახლობლად მდებარე სოფელ ანდრეევკას დეოკუპაციის შესახებ. ცნობმა გენშტავმაც დაადასტურა.


