მედია: ექსპერიმენტული უკრაინული დრონით შავ ზღვაში რუსული სარაკეტო ხომალდი დააზიანეს
15/09/2023 16:32:43 მსოფლიო
უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 14 სექტემბერს შავ ზღვაში რუსულ სარაკეტო ხომალდ „სამუმს“ საზღვაო უპილოტო საფრენი აპარატმა Sea Baby–მ შეუტია.
არსებული ცნობებით, დრონი გემის უკანა მარჯვენა მხარეს შეეჯახა, რამაც ხომალდს კურსი დაკარგვინა და ის რუსებმა სარემონტოდ ბუქსირით გაიყვანეს.
შეტევა განხორციელდა ექსპერიმენტული დრონით. მედიის ცნობით, ახალ მოდელს შტორმში შეუძლია მუშაობა, მაღალი ტალღებში მიმალულს.
ერთი დღით ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ორჯერ განაცხადეს საზღვაო დრონებით უშედეგო თავდასხმების შესახებ. უწყების ცნობით, უპილოტო ნავმა შეტევა სცადა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდ „სამუმზე“. მანამდე კიდრონმა შეუტია "სერგეი კოტოვის" გემს.
მოგვიანებით უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა გამოაცხადა „შავ ზღვაში ორი რუსული საპატრულო გემის დაზიანების" შესახებ.
როგორც ითქვა, თავს დაესხნენ "ვასილი ბიკოვის" ტიპის Project 22160 გემს.


