ლუკაშენკომ პუტინს ჩრდილოეთ კორეასთან სამმხრივი თანამშრომლობა შესთავაზა
15/09/2023 15:36:56 მსოფლიო
ბელარუსის ავტორიტარლა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოსკოვს, მინსკსა და ფხენიანს შორის სამმხრივი თანამშრომლობა შესთავაზა.
შეხვედრა პრეზიდენტებს შორის დღეს გაიმართა სოჭში.
როგორც იუწყებიან, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.
პუტინმა ლუკაშენკოს კიმ ჩენ ინთან გამართულ შეხვედრაზეც მიაწოდა ინფორმაცია, რაზეც ლუკაშენკომ უპასუხა "ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ სამმხრივ თანამშრომლობაზე".
"მგონია, იქ ბელარუსისთვისაც შეიძლება მოიძებნოს საქმე", - უთხრა ლუკაშენკომ პუტინს.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილო კორეის ლიდერი კიმ ჩენ იანი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით 12 სექტემბერს ჩავიდა.


