Accentnews.ge
China Southern Airlines-ი საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოველდღიურ ფრენებს იწყებს

China Southern Airlines-ი საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოველდღიურ ფრენებს იწყებს

15/09/2023 14:25:28 ეკონომიკა

China Southern Airlines-ი 27 სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისების შესრულებას იწყებს.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე ამ ეტაპზე კვირაში სამი სიხშირით დაფრინავს.

„China Southern Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე, პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან დაბრუნდა.

ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S