
ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დააკავეს
05/12/2019 16:20:53 სხვა, სამართალი
ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ტარიელ თურმანიძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, - იუწყება "პირველი არხი".
დაკავებულის ადვოკატის ზაზა პაპიძის თქმით, იგი ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს, თუმცა აცხადებს, რომ საუბარია, სავარაუდოდ, 1000 ლარზე.