
"ბიუროკრატიის გამო ბიზნესი ყველაზე ხშირად შუამდგომლობას ბათუმის მერიასთან გვთხოვს"
25/05/2019 07:54:11 ეკონომიკა
ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელმა აჭარაში ტარიელ გიორგაძემ აჭარის ა/რ მთავრობისა და ადგილობრივი ბიზნესის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრის მიზანი იყო, ადგილობრივ კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს გაეცნოთ აჭარის საინვესტიციო პოტენციალი და რეგიონში არსებული ბიზნეს გარემო.
ტარიელ გიორგაძემ სტუმრებს აჭარაში ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობაზე და აპარატში მომართვიანობის ანალიზის მიხედვით ბიზნესის მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ პრობლემურ საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ბიზნესომბუდსმენის აპარატი 2018 წლის სექტემბრიდანაა აჭარაში წარმოდგენილი და ამ პერიოდის განმავლობაში 50 საქმეზე ვიმუშავეთ. პრობლემური საკითხების უმრავლესობა მშენებლობისა და ინფრასტუქტურის სფეროებიდან გვაქვს და ბიუროკრატიის გამო ბიზნესი ყველაზე ხშირად შუამდგომლობას ბათუმის მერიასთან გვთხოვს. რეგიონებში და აჭარაშიც ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხად რჩება სწრაფი გადაწყვეტილებები და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის - ფინანსებზე ხელმიმსაწვდომა“ - განაცხადა ტარიელ გიორგაძემ.