15-09-2023 12:57:57
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო სამხრეთ კავკასიას სტუმრობს.
როგორც იუწყებიან, ბონოს პროგრამა მოიცავს ვიზიტს ერევანსა და ბაქოში, რათა გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას დაუჭიროს მხარი არსებული დაძაბულობის ფონზე.
14 სექტემბერს ბონო სომხეთში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანს არმენ გრიგორიანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ყარაბაღში არსებული ვითარება და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი. ლუის ბონო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მიიღო.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს წარმომადენელმა იური კიმმა აღნიშნა, რომ წითელი ჯვრის კოლონები ლაჩინისა [მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი გზა] და აღდამის [მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი] გზების დასაწყისში რამდენიმე კვირაა, დგანან. ბონოს ერთ-ერთი ამოცანაა, უზრუნველყოს ჰუმანიტარული ტვირთის ერთდროული მიწოდება ყარაბაღისთვის.
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიკმეტ ჰაჯიევმა აღნიშნა, 1 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ „ აღდამ-ხანკენდისა [მთიანი ყარაბაღი] და ლაჩინ-ხანკენდის გზების სწრაფ და ერთდროულ გახსნაზე სატვირთო მანქანებისთვის".
14 სექტემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოსმენა გაიმართა, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგემელმა იური კიმმა განაცხადა, რომ აშშ მთიან ყარაბაღში სომხების ეთნიკურ წმენდას არ მიიღებს და უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს აზერბაიჯანთან.