Accentnews.ge
მედია: რუსეთისა და თურქეთის მიერ დაანონსებული პროექტი გადაიდო ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოების გამო

მედია: რუსეთისა და თურქეთის მიერ დაანონსებული პროექტი გადაიდო ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოების გამო

15/09/2023 07:50:18 მსოფლიო

თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა გადაიდო მოსკოვსა და ანკარას შორის უთანხმოების გამო საკითხზე, თუ რომელი მხარე განახორციელებს მის მართვას,– იუწყება Reuters სიტუაციის მცოდნე ორ წყაროზე დაყრდნობით.

„არის მენეჯმენტის საკითხები, დავობენ, ვინ უნდა მართოს ჰაბი“, - განაცხადა გამოცემასთან თანამოსაუბრემ ანონიმურობის დაცვის პირობით. რუსულ სახელმწიფო კომპანია "გაზპრომთან" დაახლოებულმა სხვა წყარომაც აღიარა მენეჯმენტის "პრობლემა".

„გაზპრომის“ და თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოცემის კითხვებს არ უპასუხეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის ოქტომბერში შესთავაზა თურქეთს გაზის ჰაბის შექმნა, რომელიც ევროპას რუსულ საწვავს მიაწოდებდა. მისი აზრით, ეს შესაძლებელს გახდიდა Nord Stream–ის დაზიანებით დაკარგული ტრანზიტის მოცულობის ანაზღაურებას.

4 სექტემბერს სოჭში მოლაპარაკებების შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ "გაზპრომმა" თურქულ კომპანია Botas-ს გადასცა ჰაბის შექმნის საგზაო რუქის პროექტი. თუმცა, მისი თქმით, ჯერ კიდევ საჭიროა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, ჰაბის ფუნქციონირების საკანონმდებლო ბაზის და „გადაცემის სქემების შეთანხმება“.

ევროკავშირი კრიტიკულად არის განწყობილი რუსეთისა და თურქეთის გეგმების მიმართ. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა შეშფოთებულია, რომ თურქული ჰაბის დახმარებით, რუსეთი შეძლებს, გვერდი აუაროს უკრაინის ომის გამო დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს სხვა ქვეყნებიდან მიწოდებულ საწვავში საკუთარის შერევით, – აღნიშნავს Reuters.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S