თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

15-09-2023 11:35:27 კავკასია

თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ წვრთნებს SAT-SAS ატარებენ, ამის შესახებ აზერბაიჯანული და თურქული მედია იუწყება თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

წვრთნას გადიან ორი ქვეყნის საზღვაო ძალების სპეციალური დანიშნულების დანაყოფები.

გარდა ამისა, 18-დან 30 სექტემბრამდე თურქეთი და პაკისტანი "მარადიული ძმობა II" სამხედრო სწავლებას გამართავენ, ხოლო აზერბაიჯანი და თურქეთი "კავკასიის არწივს" სპეცრაზმის მონაწილეობით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები