
პარიზში სამართალდამცველები აქციას შლიან (LIVE)
05/12/2019 15:36:26 სხვა, მსოფლიო
პარიზში სამართალდამცველები აქციას შლიან (LIVE)
პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეთავაზებული ახალი საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ფართომასშტაბიანი აქცია დღეს დაიწყო. დემონსტრანტები საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ, რომელიც საპენსიო ასაკის გაზრდასა და რიგი სფეროს წარმომადგენელთათვის უკვე არსებული პრივილეგიების გაუქმებას ითვალისწინებს.
ქვეყნის მასშტაბით გაფიცულია მასწავლებლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, პოლიციელები, სასამართლოების თანამშრომლები, მედიკოსები, ავიადისპეტჩერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ბევრ სკოლაში შეჩერებულია სწავლა, შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო საავადმყოფოებში პერსონალის მცირე ნაწილი მუშაობს.