უკრაინის გენშტაბი: ანდრეევკაზე კონტროლი შტურმის შედეგად დავამყარეთ, კლეშჩეევკასთანაც წინსვლა გვაქვს
15/09/2023 06:26:40 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს დილით ოფიციალურად დაადასტურა, რომ დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ ანდრეევკაზე კონტროლი შტურმის შედეგად დაამყარეს. ის ქალაქ ბახმუტიდან სამხრეთით, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამავე რაიონში მდებარე კლეშჩეევკასთანაც გარკვეული წინსვლა აქვთ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა გუშინ საღამოს გაავრცელა ცნობა, რომ ანდრეევკა უკრაინელების ხელშია და დაკავებულ პოზიციებს იმყარებენ.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტსა და მის შემოგარენზე კონტროლი 2023 წლის გაზაფხულზე დაკარგეს, ივნისიდან კი ამ მიმართულებით კონტრშეტევა დაიწყეს.


