ისტორიაში პირველად, აშშ–მა სარაკეტო წყალქვეშა ნავი SSGN 728 ნორვეგიაში გაგზავნა
15/09/2023 05:56:42 მსოფლიო
ისტორიაში პირველად, აშშ–მა ოჰაიოს კლასის მართვადი სარაკეტო წყალქვეშა ნავი USS Florida (SSGN 728) ნორვეგიაში გაგზავნა.
ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების ცნობით, SSGN 728 ტრომსოში ჩავიდა.
ვიზიტის მიზნად როგორც აშშ– ნორვეგიის პარტნიორობის გაძლიერება, ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა სახელდება.
"SSGN 728–ის ვიზიტი კიდევ უფრო აძლიერებს აშშ-სა და ნორვეგიის პარტნიორობას", – ნათქვამია ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, აშშ-ის საზღვაო ძალების წარმომადგენელი სტივენ მაკი აღნიშნავს, რომ ".მსგავსი ვიზიტები საშუალებას აძლევს ამერიკულ წყალქვეშა ნავსს და მის ეკიპაჟს გააგრძელონ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მისია“.


