მედია: მომავალ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს შეხვდება
14/09/2023 19:02:55 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მომავალ კვირას შეხვდება, – იუწყება NBC უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ზელენსკი მომავალ კვირას ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას და ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს.
სად შედგება უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა, ნიუ-იორკში თუ თეთრ სახლში ამ ეტაპზე უცნობია.
ცნობისთვის, ბოლოს ბაიდენი ზელენსკის ივლისში, ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტზე შეხვდა.


