Reuters: უკრაინამ შავ ზღვაში რუსულ საპატრულო გემებზე თავდასხმა განახორციელა
14/09/2023 18:48:59 მსოფლიო
უკრაინამ შავ ზღვაში რუსულ საპატრულო გემებზე თავდასხმა განახორციელა, – იუწყება Reuters უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით.
"უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ დღეს დილით თავდასხმის შედეგად შავ ზღვაში ორი რუსული საპატრულო ხომალდი დააზიანეს. თავდასხმა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა", – იტყობინება გაოცემა.
როგორც Reuters აღნიშნავს, "უკრაინული ძალები, როგორც ჩანს, უფრო რეგულარულ თავდასხმებს ახორციელებენ რუსეთის გემებზე".


