Accentnews.ge
ბლინკენი: "სანქციებს ვუწესებთ, მათ შორის ქართველ-რუს ოლიგარქს"

ბლინკენი: "სანქციებს ვუწესებთ, მათ შორის ქართველ-რუს ოლიგარქს"

14/09/2023 17:47:53 მსოფლიო

"სანქციებს ვუწესებთ, მათ შორის ქართველ-რუს ოლიგარქს", – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, აშშ-მა სანქციები დაუწესა 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრასთან დაკავშირებით.

"სანქციების სამიზნეა ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ჩართულნი არიან სანქციების გვერდის ავლაში; ასევე, ისინი, ვინც ხელს უწყობს რუსეთის შესაძლებლობების გაძლიერებას, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და ისინი, ვინც პასუხისმგებელია რუსეთის ენერგოწარმოების მხარდაჭერაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგეტიკული წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებაში, რომლებიც საქმიანობენ რუსეთის ლითონებისა და სამთო სექტორებში და ეხმარებიან რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე უწესებს სანქციებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ერთ ოფიცერსა და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომელიც "ეფესბემ" გამოიყენა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზეგავლენისთვის.

გარდა ამისა, დეპარტამენტი სანქციებს უწესებს იურიდიულ პირებს, რომლებიც აწარმოებენ და არემონტებენ რუსული სამხედრო იარაღის სისტემებს, მათ შორის "კალიბრის" ტიპის საკრუიზო რაკეტას, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინაში, და "ვაგნერთან" კავშირში მყოფ ინდივიდს, რომელიც მონაწილეობს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან რუსეთში საბრძოლო მასალის გადაზიდვაში.

ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ასობით სანქციას აწესებს რუსეთის ელიტისა და მისი სამრეწველო ბაზის, ფინანსური ინსტიტუტებისა და ტექნოლოგიების მიმწოდებელთა წინააღმდეგ. მათ შორის, ვაგნერის დაჯგუფების ერთ-ერთ მაღალჩინოსნის მიმართ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის მავნებლური ქმედებების ხელშეწყობისთვისშეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდაჭერაში რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო ომის ფონზე. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მანამ, ვიდრე საჭირო იქნება", – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: სანქციების ამ პაკეტში მოხვდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S