Accentnews.ge
პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი წარუდგინა

14/09/2023 14:51:06 პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, "პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი წარუდგინა".

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხოლოდ ამ მოკლე ინფორმაციის გავრცელებით შემოიფარგლა და ჯერ–ჯერობით არც მათი ბიოგრაფიები გაუვრცელებია და არც ის განუმარტავს, რა კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ ისინი.

მანამდე, მიმდინარე წლის ივნისში სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა, თუმცა პარლამენტმა მათ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა. „ქართულ ოცნებას“ სებ-ის პრეზიდენტად მოქმედი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის დანიშვნა სურდა, თუმცა პრეზიდენტმა საბჭოს წევრად მის წარდგენაზე უარი განაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S