Accentnews.ge
ანა მალიარი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანდრეევკა გაათავისუფლეს

ანა მალიარი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანდრეევკა გაათავისუფლეს

14/09/2023 14:14:38 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებაზე ანდრეევკა გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი სოციალურ ქსელში წერს.

„ბახმუტის მიმართულებაზე წინ მივიწევთ. ჩრდილოეთ ფლანგზე მტერი დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს. სამხრეთ ფლანგზე კი წარმატებით მივიწევთ წინ. ძირითადი ბრძოლები ანდრეევკას, კურდიუმოვკას, კლეშჩეევკას რაიონებში გრძელდება და იქ კარგი ამბები გვაქვს. ანდრეევკა ჩვენია“, - წერს მალიარი.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" მონაცემებით, 11 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა წინ წაიწიეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში და დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის რაიონში. უკრაინის არმიამ ამ მიმართულებებით კონტრშეტევა 2023 წლის ივნისიდან დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S