რუსი კომიკოსები ყაზახურმა საზოგადოებამ არ მიიღო დონეცკში ღონისძიების გამართვის გამო
14/09/2023 13:41:42 მსოფლიო
ყაზახეთში რუსი კომიკოსების ჯგუფის "კამიზიაკის" შოუ გაუქმდა.
როგორც ორგანიზატორებმა აღიარეს, მათ საზოგადოებისგან "მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მიიღეს".
საქმე იმაშია, რომ ჯგუფის წევრები მანამდე უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონს – დონეცკს სტუმრობდნენ და ღონისძიებაც გამართეს. ნეგატიური განწყობის მიზეზიც ეს გახდა.


