რუსეთმა ორი ამერიკელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
14/09/2023 13:28:56 მსოფლიო
მოსკოვი ამერიკის საელჩოს პირველ და მეორე მდივნებს – ჯეფრი სილინს და დევიდ ბერნშტეინს რუსეთიდან აძევებს,– ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულ დიპლომატებს ქვეყნიდან გასასვლელად ერთი კვირა აქვთ.
„ეს პირები ახორციელებდნენ უკანონო ქმედებებს უცხო სახელმწიფოსთან „კონფიდენციალურ თანამშრომლობაში“ ბრალდებულ რუსეთის მოქალაქე რ. შონოვთან კონტაქტის შენარჩუნებით, რომელსაც დაევალა ფინანსური კომპენსაცია რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების მიზნით“, - აცხადებენ რუსეთის საგარეოში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რობერტ შონოვი, ვლადივოსტოკში აშშ-ის გენერალური საკონსულოს ყოფილი თანამშრომელი, დააკავეს "ვაშინგტონისთვის უკრაინის ომის შესახებ მონაცემების შეგროვების" ბრალდებით. რუსულმა ФСБ–მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დაპატიმრებული შონოვი ამბობს, რომ სილინმა და ბერნშტეინმა სთხოვეს მათთვის "ნეგატიური ინფორმაციის მიწოდება უკრაინის ომის, საპროტესტო განწყობებისა და საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ".


