"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრას არ დაესწრება
14/09/2023 12:46:21 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრას არ დაესწრება. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოზე დღეს მიიღეს.
ენმ სხვა საპარლამენტო პარტიებსაც მოუწოდებს, არ შევიდნენ სასესიო დარბაზში კენჭისყრის დღეს და "გამოირიცხება სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, დაუჭერს თუ არა ვინმე მხარს ოპოზიციიდან სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას".
ცნობისთვის: იმპიჩმენტის კენჭისყრა ფარულია.
მმართველ გუნდს სალომე ზურაბიშვილის გადასაყენებლად 100 ხმა სჭირდება, რაც ამ დროისთვის არ აქვს.


