ფაშინიანმა ყარაბაღში რუსული "სამშვიდობო მისიის" ჩავარდნის შესაებ განაცხადა

14-09-2023 16:17:00 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსული სამხედრო კონტინგენტი მთიან ყარაბაღში დაკისრებულ ამოცანებს ვერ გაუმკლავდა.

როგორც მან Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ლაჩინის დერეფნის (მთლიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი გზა) გადაკეტვის შემდეგ რუსეთი ვეღარ უმკლავდება თავის პასუხისმგებლობებს.

„ეს ყველაფერი... რუსი „სამშვიდობოების“ პასუხისმგებლობა უნდა ყოფილიყო და რადგან ეს პრობლემები არსებობს, რუსმა სამშვიდობოებმა არ შეასრულეს თავიანთი მისია“, - განაცხადა მან.

ამასთან, ფაშინიანმა თქვა, რომ ვერ იტყვის, რომ რუსული კონტინგენტის გარეშე „ახლა უკეთესი სიტუაცია იქნებოდა“.

ამავე ინტერვიუში ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები