ბულგარეთში NATO-ს ახალი სამხედრო ბაზა აშენდება
14/09/2023 11:36:41 მსოფლიო
ბულგარეთში NATO-ს ახალი სამხედრო ბაზა აშენდება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა თოდორ ტაგარევმა განაცხადა.
ბაზა მოიცავს სამხედრო ყაზარმებს და ტექნიკის შესანახ ობიექტებს. გარდა ამისა, ბაზის გარშემო აშენდება ახალი გზებიც.
NATO-ს პირველი ბულგარული სამხედრო ბაზის მშენებლობის ღირებულება 51მლნ ევროა და ის ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, იამბოლის რეგიონში განთავსდება. მისი მშენებლობა 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს. ბაზაზე ოფიცრების დიდი ნაწილი იტალიიდან გაიგზავნება.


