Accentnews.ge
BBC: 2022 წლის სექტემბერში შავი ზღვის თავზე რუსმა მფრინავმა ბრიტანულ თვითმფრინავს რაკეტა განზრახ ესროლა

BBC: 2022 წლის სექტემბერში შავი ზღვის თავზე რუსმა მფრინავმა ბრიტანულ თვითმფრინავს რაკეტა განზრახ ესროლა

14/09/2023 10:34:49 მსოფლიო

რუსული ავიაგამანადგურებლის სუ-27-ის პილოტმა გასული წლის სექტემბერში შავი ზღვის თავზე განზრახ ესროლა ბრიტანულ სადაზვერვო თვითმფრინავს და შეეცადა მის ჩამოგდებას, რადგან სჯეროდა, რომ ჰქონდა სროლის ნებართვა. სინამდვილეში, ასეთი ნებართვა არ არსებობდა, მაგრამ არც სროლა ყოფილა ტექნიკური გაუმართაობის შედეგი, როგორც ამას მაშინ რუსეთის მხარე აცხადებდა, – იუწყება BBC დასავლეთის ქვეყნების თავდაცვის უწყებების სამი მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი ბრიტანეთის საჰაერო ხომალდ RAF RC-135 Rivet Joint-თან დაკავშირებით 2022 წლის 29 სექტემბერს მოხდა. ბრიტანული სადაზვერვო თვითმფრინავი შავი ზღვის მონიტორინგის მისიას ახორციელებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში. თვითმფრინავს, რომელშიც 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ე.წ. თანხლების მიზნით ორი რუსული სუ-27 აედევნა.

ის, რომ რუსული თვითმფრინავის მფრინავმა რაკეტა გაისროლა ბრიტანული თვითმფრინავის მიმართ, ადრეც იყო ცნობილი. კერძოდ, ამის შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა ბრიტანეთის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა და აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ ეს ტექნიკური გაუმართაობით ახსნა. მომხდარზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს.

BBC წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ რუსმა პილოტმა არა ერთი, არამედ ორი რაკეტა გაისროლა და ეს განზრახ გააკეთა. ეს თავად ამ ინციდენტში მონაწილე RAF RC-135 Rivet თვითმფრინავის მიერ გადატაცებული ინფორმაციითაც დასტურდება.

BBC-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო არ უწოდებს მომხდარს რუსული მხარის ესკალაციას.

"არცერთ მხარეს არ სურს ესკალაცია, რომელსაც პოტენციურად შეეძლო ნატო–ს წევრი ქვეყნის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება გამოეწვია", - აღნიშნავს BBC. "ამავე დროს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "ეს ინციდენტი მკაცრი შეხსენებაა პუტინის ბარბაროსული შეჭრის პოტენციური შედეგების შესახებ", – დასძენს გამოცემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S