14-09-2023 13:53:05 პოლიტიკა ,რეგიონები
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის და მერის კვიპროსში მეუღლეებთან ერთად ვიზიტი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდა. ამ საკითხზე მათ მერიასთან აქცია გამართეს.
კერძოდ, მათი ინფორმაციით, ხელვაჩაურის კულტურის სახლიდან ანსამბლი გაემგზავრა კვიპროსში, ქალაქ ლარნაკაში ღონისძიებების გასამართად და ანსამბლს ხელვაჩაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ცოლებთან ერთად გაჰყვნენ.
"როდესაც ქვეყნის პრემიერი ბიუჯეტის ხარჯზე შვილს ამერიკაში ჩარტერული რეისებით ატარებს, სწორედ ადგილობრივ დონეზეც, მერებს მიაჩნიათ, რომ თავადაც შეუძლიათ იგივეს კეთება. მეორე უკიდურესობა გვაქვს, სტუდენტებს თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსს უჩერებენ, მოქალაქეებს სოციალურ დახმარებებს უჩერებენ… ბიუჯეტის ხარჯზე კი მიდიან და ისვენებენ, რაც ჩვეულებრივად მიაჩნიათ”,- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მამუკა ჯევაიშმა.