კობახიძე: დეგნანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს აზიანებდა
14/09/2023 09:41:57 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის ყოფილ ელჩ კელი დეგნანს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაზიანებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კელი დეგნანი საქართველოდან წავიდა, აშშ-ის საელჩომ ობიექტური განცხადებების გავრცელება დაიწყო.
საუბარია 13 სექტემბერს აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე მედიაში გავრცელებულ ცნობაზე, რომელშიც უარყო, რომ აშშ-მ საქართველოს ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა შესთავაზა.
„თქვენ გახსოვთ როგორ აზიანებდა კელი დეგნანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და რაც დენანი წავიდა, ნახეთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამხილა ტყუილში, რაც ადრე არ ხდებოდა ხოლმე. იმედი მაქვს, ახალი ელჩი ასევე ობიექტურად იმუშავებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გაღრმავებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის უკვე ყოფილი ელჩი კელი დეგნანი არაერთხელ გამხდარა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბრალდებების სამიზე.
ამასთან დაკავშირებით ელჩმა თავის ბოლო ინტერვიუში თქვა: „პოლიტიკოსები ამბობენ, რაც უნდა თქვან – მაშინაც კი, როცა იციან, რომ ეს არ არის სიმართლე“.
იხილეთ ასევე: სახდეპი: “შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში”


