Accentnews.ge
ბულგარეთში ნატოს ახალი სამხედრო ბაზა აშენდება

ბულგარეთში ნატოს ახალი სამხედრო ბაზა აშენდება

14/09/2023 09:15:57 მსოფლიო

ბულგარეთში ნატოს ახალი სამხედრო ბაზა აშენდება.

იუწყებიან, რომ ბაზის მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება და ის გააერთიანებს ყაზარმებს, აღჭურვილობის შესანახ შენობებს და სატრანსპორტო ქსელს.

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის თოდორ თაგარეევის განცხადებით, მშენებლობა 51 მილიონი ევრო დაჯდება. რესურსების ნაწილს ნატო უზრუნველყოფს.

ცნობილია, რომ ნატოს ახალი ბაზა ბულგარეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იამბოლის რეგიონში განთავსდება. ბაზის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2025 წლისთვის დასრულდება.

ბულგარეთში ნატოს ბაზაზე ოფიცრების ძირითადი ნაწილი იტალიიდან იქნება მობილიზებული და საბრძოლო ჯგუფს ექნება თავდაცვითი ფუნქციები აგრესორის მხრიდან საფრთხის შემთხვევაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S