Accentnews.ge
მედია: უკრაინულმა „ნეპტუნებმა“ ევპატორიაში $1,2 მილიარდის ღირებულების "ტრიუმფი" გაანადგურეს

მედია: უკრაინულმა „ნეპტუნებმა“ ევპატორიაში $1,2 მილიარდის ღირებულების "ტრიუმფი" გაანადგურეს

14/09/2023 08:51:10 მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვამ და უკრაინის საზღვაო ძალებმა წუხელ ევპატორიასთან უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარეს, - იუწყება "RBC-უკრაინა" უსაფრთხოების სამსახურში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

ამავე წყაროს ცნობით, სპეცოპერაციისას რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „ტრიუმფი" გაანადგურეს, რომლის ღირებულება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მის წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატები და უკრანული "ნეპტუნის" რაკეტები გამოიყენეს.

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ დროებით ოკუპირებულ ევპატორიასთან ბევრი რუსული სამხედრო ობიექტია თავმოყრილი, რომლებიც უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა.

მანამდე ტელეგრამ–არხები იუწყებოდნენ ოკუპირებულ ქალაქ ევპატორიაში აფეთქებების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S