Accentnews.ge
კონკურენციის სააგენტომ ბათუმში მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურეობის ფაქტზე დარღვევა დაადგინა

კონკურენციის სააგენტომ ბათუმში მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურეობის ფაქტზე დარღვევა დაადგინა

14/09/2023 08:23:32 საზოგადოება

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე, ორი მოვაჭრის - შპს „ქიზილ 2023“-ისა და შპს „გრილ ფუდ“-ის მიმართ საკითხის შესწავლა დაასრულა და დარღვევის ფაქტი გამოავლინა.

სააგენტოს ცნობით, საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ქიზილ 2023“-ის და შპს „გრილ ფუდ“-ის კუთვნილ ობიექტებში, საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილი და განლაგებულია მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე. შესაბამისად, კვების ობიექტებში შესულ მომხმარებლებს არ აქვთ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიიღონ ინფორმაცია.

კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მომხმარებელს უფლება აქვს - მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, ხოლო მისი არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ, 1 თვის განმავლობაში შეუსაბამონ სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლის მოთხოვნებს. სხვა შემთხვევაში მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა.

"საკითხის შესწავლის პროცესში, რელევანტური გარემოებების დადგენა-დაზუსტების მიზნით, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობისთვის, შპს „გრილ ფუდ“-ს 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა",– აღნიშნავს სააგენტო.

სააგენტო აღნიშნავს, რომ საქმის შესწავლა „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ წერილის საფუძველზე დაიწყო. საკითხი ეხება ბათუმში, 11 მოვაჭრის მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას. ამ ეტაპზე, ცხრა მოვაჭრის მიმართ საქმის შესწავლა გრძელდება. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S