Accentnews.ge
ბლინკენი: უკრაინა არა მხოლოდ უნდა გადარჩეს, არამედ, აყვავდეს

ბლინკენი: უკრაინა არა მხოლოდ უნდა გადარჩეს, არამედ, აყვავდეს

14/09/2023 07:36:24 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინაში ორმაგი მიზანი აქვს: უპირველესად, ხელი შეუშალოს რუსეთს უკრაინაში რაიმე სახის სტრატეგიული წარმატების მიღწევაში, რადგან თუ მან რაიმე სახის წარმატებას მიაღწია, "ეს იქნება აგრესორების ღია მოწვევა ყველგან" და მეორე – დაეხმაროს უკრაინელებს სამხედრო სფეროში, ეკონომიკურად და დემოკრატიულად „ფეხზე დადგომაში“.

ბლინკენის თქმით, რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში მიზნის მიღწევა:

"მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ რუსეთმა ვერ შეძლო იმის მიღწევა, რასაც ცდილობდა, რადგან მისი მიზანი იყო უკრაინის რუკიდან ამოშლა, მისი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის იდენტობის დასრულება, მისი რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა. ეს უკვე ჩაიშალა".

მისი თქმით, რუსეთი კვლავ აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 17%–ს და აშშ-ს სურს, ქვეყანას ამ ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმაროს:

"ჩვენ გვსურს, მათ გვერდით ვიდგეთ, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ მათი შესაძლებლობა, დაიბრუნონ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები. უკრაინა არა მხოლოდ უნდა გადარჩეს, არამედ, უნდა აყვავდეს. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ ფეხზე დგომა შეძლოს. ეს მიიყვანს უკრაინას იქამდე, რომ სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით მტკიცედ დადგეს ფეხზე".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S