ხერსონის დაბომბვას მცირეწლოვანი ემსხვერპლა, დაჭრილია მისი ძმაც
14/09/2023 06:49:39 მსოფლიო
ხერსონის რაიონ სოფელ ნოვოდმიტროვკას დაბომბვას 6 წლის ბიჭი ემსხვერპლა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო,– ინფორმაციას ხერსონის საოლქო პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
დაბომბვის შედეგად ასევე დაშავდნენ ბიჭის 13 წლის ძმა და მეზობლები, რომლებიც ბავშვების დახმარებას ცდილობდნენ.
პროკურატურის ცნობით, საარტილერიო დაბომბვის შედეგად ჭურვები კერძო სახლს მოხვდა. დაზიანებულია მიმდებარე შენობებიც.


