Accentnews.ge
ევროპარლამენტის რეზოლუცია ლუკაშენკოს რუსეთის ომის დანაშაულების თანამონაწილედ აღიარებს

ევროპარლამენტის რეზოლუცია ლუკაშენკოს რუსეთის ომის დანაშაულების თანამონაწილედ აღიარებს

14/09/2023 06:28:16 მსოფლიო

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს ალექსანდრ ლუკაშენკოს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების თანამონაწილე უწოდა.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი აგრესიული ომის წარმოების შესაძლებლობის მიცემისთვის, ლუკაშენკოს რეჟიმი გახდა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილე, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას უკრაინას მიყენებულ ნგრევასა და ზარალზე", - ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს იურისდიქცია, გამოიძიოს არა მხოლოდ პუტინის და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის, არამედ ბელარუსის ხელმძღვანელობის შესაძლო დანაშაულები.

ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრებს, დაიწყონ სისხლისსამართლებრივი დევნა ბელარუსის ხელიუფლების წარმომადგენლების მიმართ.

რეზოლუცია ითხოვს ლეგალური გზების პოვნას ბელარუსის ხელმძღვანელობისა და მასთან დაკავშირებული პირებისთვის აქტივების ჩამორთმევისთვის უკრაინის მხარდაჭერის მიზნით.

ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაფართოვონ და გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ბელარუსთან მიმართებაშიც ანალოგიური ზომების მიღება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S