Accentnews.ge
რუსეთი ამტკიცებს, სამხედრო გემზე უკრაინელების თავდასხმა აღკვეთა

რუსეთი ამტკიცებს, სამხედრო გემზე უკრაინელების თავდასხმა აღკვეთა

14/09/2023 06:09:30 მსოფლიო

რუსეთი ირწმუნება, რომ აღკვეთა უკრაინელების თავდასხმა შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემ „სერგეი კოტოვზე“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დილის 05:00 საათისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავი ზღვის აკვატორიაში 5 უეკიპაჟო კატერით სცადეს „სერგეი კოტოვზე“ შეტევა.

სამინისტრო ამტკიცებს, რომ ხუთივე კატერი გაანადგურეს. სხვა წყაროებით ცნობები დადასტურებული არ არის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გემ „სერგეი კოტოვზე“ თავდასხმის მცდელობის შესახებ განაცხადა 2023 წლის ივლისსა და აგვისტოშიც.

13 სექტემბერს სარაკეტო შეტევა იყო ანექსირებულ ქალაქ სევასტოპოლზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს სევასტოპოლში მდებარე სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხანას, სადაც რუსები გემებს არემონტებენ. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 7 რაკეტა ჩამოაგდეს, დანარჩენი რაკეტების დარტყმის შედეგად კი დაზიანდა ქარხანაში სარემონტოდ მყოფი 2 გემი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S