Accentnews.ge
კარელ რეჰკა: დასავლეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს

კარელ რეჰკა: დასავლეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს

14/09/2023 06:03:13 მსოფლიო

დასავლეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს. ასევე მზად უნდა იყოს, რომ მისი დასრულების შემდეგაც კი რუსეთი სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის დასავლეთის ქვეყნებს, - ამის შესახებ ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა კარელ რეჰკამ Reuters-ს განუცხადა.

მას კონტრშეტევის ტემპზე ჰკითხეს. გენერალ-ლეიტენანტმა თქვა, რომ კონტრშეტევის ტემპით იმედგაცრუებული არ არის.

„ასეთია სამხედრო შეტევა. ეს არ ჰგავს ფილმს მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ამას დრო სჭირდება", - განმარტა კარელ რეჰკამ.

მისი პროგნოზით, ვერც უკრაინა და ვერც რუსეთი თავიანთ საბოლოო მიზნებს უახლოეს მომავალში ვერ მიაღწევენ:

”საერთო ჯამში, ვფიქრობ, ამჟამად არცერთ მხარეს არ აქვს შესაძლებლობა, მალე მიაღწიოს საბოლოო გამოცხადებულ მიზნებს. ეს არ გაგრძელდება რამდენიმე კვირას, ეს, სავარაუდოდ, დიდხანს, გაგრძელდება და მნიშვნელოვანია, რომ დიდი ხნის განმავლობაში გავაგრძელოთ უკრაინელების მხარდაჭერა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S