Accentnews.ge
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს

13/09/2023 15:06:23 მსოფლიო

სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, "უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა".

"ჩვენი სტრატეგია ის უნდა იყოს, რომ ასეთ სიტუაციაში მაქსიმალურად შევამციროთ სხვებზე დამოკიდებულება. გვინდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა გვქონდეს, მაგრამ უნდა გვქონდეს გზები, თუ როგორ ავიცილოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეჯახებების ცენტრში ყოფნას", - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, "აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის ბლოკირებით ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა და რუსმა მშვიდობისმყოფელებმა საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულეს".

ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები რომ არ ყოფილიყვნენ, მას არ შეუძლია თქმა, რომ ვითარება უკეთესი იქნებოდა.

ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიქვამს, მაგრამ აღნიშნა, რომ ახლა საერთაშორისო საზოგადოების ხელშია უზრუნველყოს, რომ რეგიონში “ეთნიკური წმენდა” არ მოხდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S