Accentnews.ge
"უკრენერჰო": უკრაინის ენერგოსისტემა გარემონტებულია და მზადაა ზამთრისთვის

"უკრენერჰო": უკრაინის ენერგოსისტემა გარემონტებულია და მზადაა ზამთრისთვის

13/09/2023 12:54:46 მსოფლიო

უკრაინამ თითქმის დაასრულა ენერგოსისტემის რემონტი, მას შემდეგ, რაც გასულ ზამთარში რუსეთმა დარტყმები მიაყენა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა.

„დავაყენეთ ყველა დაგეგმილი მოწყობილობა და მზად ვართ ზამთრის დატვირთვისთვის“, - განაცხადა სახელმწიფო ენერგეტიკული ქსელის ოპერატორის, „უკრენერჰოს“ ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ კუდრიცკიმ.

რუსეთი ზამთარში გამიზნულად ახორციელებდა რაკეტებითა და დრონებით იერიშებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით გეგმურად თიშავდნენ ხოლმე დენს ელექტროენერგიის ეკონომიისთვის. ამის გამო ქალაქებსა და დაბებს საათობით უწევდათ ხოლმე სიბნელეში ყოფნა.

კუდრიცკის თქმით, ამ ზამთარშიც არსებობს იმის „მაღალი რისკი“, რომ ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის წინააღმდეგ ახალი იერიშები განხორციელდება, მაგრამ უკრაინის საჰაერო თავდაცვა ამჟამად ბევრად უფრო მძლავრია შარშანდელთან შედარებით.

კუდრიცკიმ თქვა, რომ ენერგოსისტემის სწრაფმა რემონტმა და დასავლელი პარტნიორების მიერ გამოგზავნილმა აღჭურვილობამ შესაძლებელი გახდა ამ სექტორში ვითარების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S