Accentnews.ge
ლავროვი: მოსკოვი და პეკინი უარს იტყვიან ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე

ლავროვი: მოსკოვი და პეკინი უარს იტყვიან ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე

13/09/2023 12:11:27 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი და ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე უარს იტყვიან.

"თავის დროზე სანქციები სრულიად განსხვავებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში იქნა მიღებული“, – განაცხადა ლავროვმა.

აღსანიშნავია, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები გაეროს უშიშროების საბჭომ შემოიღო ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებისთვის. ჩინეთი და რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან. დასავლეთის ქვეყნებს არაერთხელ გასჩენიათ ეჭვი, რომ რუსეთმა და ჩინეთმა შესაძლოა დაარღვიონ სანქციების რეჟიმი, რომელსაც თავად მისცეს ხმა.

პეკინს ლავროვის განცხადებაზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ვან ის ვიზიტი გაიმართება.

13 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, რომელიც რუსეთში ვიზიტით იმყოფება, თქვა, რომ "კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას მოსკოვთან ურთიერთობების განვითარება სურს, რადგან იგი ყოველთვის მხარს უჭერდა პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას“.

პუტინმა კიმის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე განაცხადა, რომ მოსკოვსა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები დამყარდა ჯერ კიდევ 1945 წელს, „როდესაც საბჭოთა და კორეელი ჯარისკაცები მხარდამხარ ანადგურებდნენ იაპონელ მილიტარისტებს“.

ჩრდილოეთი კორეა მოსკოვს ღიად უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ ომში. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩრდილოეთი კორეა მსოფლიოში რიგით მესამე ადგილზე იყო მის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რაოდენობით. ახლა ის მეოთხე ადგილს იკავებს, რადგან მას, სირიასა და ირანს რუსეთი უსწრებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S