გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
13/09/2023 11:48:10 მსოფლიო
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების დიდი პაკეტი გადასცა.
პაკეტი მოიცავს:
- Marder-ის ტიპის 20 ჯავშანტრანსპორტიორს, შესაბამისი საბრძოლო მასალით (მანამდე გერმანიამ უკრაინას 40 ასეთი მანქანა გადასცა);
- WISENT 1-ის ტიპის ორ ერთეულ განაღმვის ტანკი (საერთო ჯამში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე 8 ასეთი ტანკი ჰყავს);
- დიდი ტვირთის გადაზიდვისთვის განკუთვნილი ნახევარმისაბმელი 8x8 HX81 და 4 ნახევარმისაბმელი (მანამდე უკრაინას შესაბამისად 50 და 41 ერთეული გადაეცა);
- 9 ავტოსატრანსპორტო საშუალება (სატვირთო მანქანები, მიკროავტობუსები, ყველგანმავლები);
- 5 სატვირთო მანქანა 8х8с და სასწრაფო დახმარების 3 ავტომობილი.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, უკრაინის დახმარებას იქამდე გააგრძლებენ, ვიდრე საჭირო იქნება.


