
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: მშენებლობა-რეაბილიტაციის გამო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყება არცერთ ბაღში არ გადავადდება
13/09/2023 10:16:45 საზოგადოება
ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის გამო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყება არცერთ დაწესებულებაში არ გადავადდება.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, 18 სექტემბერს სააღმზრდელო პროცესი თბილისი ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში ერთდროულად განახლდება.
ამასთან, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ჩატარდა. ახალი სააღმზრდელო წლისთვის 15 000-ზე მეტი აღსაზრდელია უკვე დარეგისტრირებული, დედაქალაქს კი, ჯამში, 188 ბაღი ემსახურება.