ევროკომისია უკრაინელებისთვის დროებითი თავშესაფრის გახანგრძლივებას გეგმავს
13/09/2023 09:36:10 მსოფლიო
ევროკომისია უკრაინელებისთვის დროებითი თავშესაფრის გახანგრძლივებას გეგმავს. როგორც კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა ევროკომისია გამოვა წინადადებით, უკრაინელ ლტოლვილებს გაუხანგრძლივდეს დროებითი დაცვა
უკრაინელებს, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში რუსეთის სრუმასშტაბიან შეჭრას გამოექცნენ, არ ეხებათ თავშესაფრის მოპოვების ხანგრძლივი პროცედურები, რომლებსაც სხვა შემთხვევებში ევროკავშირის წევრი ქვეყნები ითხოვენ. მათ მყისიერად ენიჭებათ სოციალური დაცვა, მუშაობის უფლება, უზრუნველყოფილია მათი განათლება და საცხოვრებელი.


